ევროკავშირის კონკურსი განაცხადების მიღებაზე M4EG -ის ფარგლებში გამოცხადდა 2021 წელს და შერჩეული კანდიდატები გამოვლინდა 2021 წლის ბოლოს
კონკურსი დაყოფილი იყო 2 გეოგრაფიულ ლოტად და 1 ჰორიზონტალურ ლოტად.
ლოტ 1 და 2-ის კონკრეტული მიზნები იყო:
ადგილობრივი უპირატესობების გამოყენება ბიზნესის განვითარების სტიმულირებისათვის; ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებულ სტრატეგიულ მიმართულებებში ინვესტირება, ან ადგილობრივი ეკონომიკური მოდელების მდგრადობის ხელშეწყობა.
ფიზიკურ და რბილ ინფრასტრუქტურაში ინვესტირება ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად; ახალი ბიზნეს შესაძლებლობების კვლევა (ე.ი. პლატფორმის ეკონომიკაა), რომელსაც პოტენციურად შეიძლება ჰქონდეს სისტემური და კატალიზატორის ეფექტი.
გარე ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, და ადგილობრივი ხელისუფლების წახალისება ინოვაციური/დიფერენცირებული დაფინანსების მოდელებით დაინტერესებისთვის.
მე-3 ლოტის კონკრეტული მიზნები:
M4EG- ის პირველი ფაზის ფარგლებში შემუშავებული ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მიმდინარე გეგმებზე მუშაობის შედეგად მიღებული ცოდნის გაზიარება.
არსებული პროექტების მონიტორინგი, განვრცობა, და სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა.
ყველა ლოტის ფარგლებში განაცხადები უნდა პასუხობდეს კონკურსის 3 პრიორიტეტს:
- სოციალური ჩართულობა;
- მწვანე ქალაქები;
- კეთილდღეობა და ინოვაცია.